თარსი კატა.. შავი კატა..

1 დეკ

ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს შავი კატა ხატებთან? 😀 (თფუ!თფუ!თფუ!)

დიდი არაფერი პოსტი, მაგრამ გამოცოცხლება აკლია ჩვენს ბლოგს!  :)) ^^

 

სუფრაზე არასდროს მაძლევდნენ უფლებას, მაგიდის კუთხეში დავმჯდარიყავი და მომაძახებდნენ, 7 წელი ვერ გათხოვდებიო, თითქოს 5-6 წლის ბავშვი 7 წლის მერე გათხოვებაზე ვფიქრობდი.

რა უნდა მომხდარიყო, რომ უფლება მოეცათ, ორშაბათს ღამის 12 საათამდე თავი დამებანა. ეს ძმის ან მამის სიკვდილს ნიშნავდა.

ამობრუნებული პური უნდა გადმომეტრიალებინა, სავსე მთვარისთვის თვალის გასწორება აკრძალული იყო – „ეშმაკის არისო“ ..

სახლიდან გასვლამდე თუ აღმოვაჩენდი, რომ ტანსაცმელზე ღილი მქონდა აწყვეტილი და გაუხდელად მიხდებოდა დაკერება ან დედა მიკერებდა, აუცილებლად თავზე რაღაც უნდა დამედო. მეცოდება და ვერ ვპატიობ ჩემს თავს, როცა მახსენდება, როგორ მოთმინებით ვიდექი იდიოტივით და ველოდებოდი, როდის დამაკერებდნენ  ღილს,  ამ დროს კი თავზე წიგნი, კალამი, ჩარჩო ან რაიმე ნივთი მედო… , რა მნიშვნელობა აქვს.

სახლში ობობის მოკვლა ნიშნავდა, რომ სტუმრები აღარ მოვიდოდნენ. სულ  მეგონა, რომ რაღაც ბოროტმა ძალებმა დიდი ხნის წინ, ჩემს დაბადებამდე, ჩემს სახლში ათასობით ობობა ამოჟლიტა. იშვიათად მოდიოდნენ სტუმრები..

არც სტვენა შეიძლებოდა, სიღარიბე იცისო.. ან სად შემიძლია სტვენა, ვერაფრით ვისწავლე..

ჩანგალი თუ დამივარდებოდა, ქალი მოვიდოდა სტუმრად, თუ დანა, მაშინ – კაცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამოჟლეტილმა ობობებმა საბოლოოდ გადაწონეს დანა-ჩანგლების ცვენის რაოდენობა.

თეფშს კარგად თუ არ მოვასუფთავებდი, ეგეთი ქმარი გეყოლებაო, მეუბნებოდნენ და მეც წარმოვიდგენდი დაგვაჯულ კაცს მოხარშული მწვანილებიანი და ხახვებიანი სახით, ან ვის რად უნდოდა ეს „ქმარი“.

ღილის მერე ყველაზე უაზროდ  მაინც  შავი კატის უარყოფა მეჩვენებოდა. „თარსი კატა, შავი კატა..“ ყვიროდნენ ბავშვები, როცა უნდოდათ რომ „დავეთარსე“. შავი კატის გზაზე გადარბენა უიღბლობას უდრის. რა კატის ბრალია, რომ შავია..

როგორც მარცხენა ხელის ფხანა და ჩიტის სკინტლი არ გადაქცეულა ფულად, ისე არცერთი ცრურწმენის „წინასწარმეტყველება“ არ ახდენილა.

ხანდახან ჩემითაც ვიგონებდი რაღაცებს. მაგალითად, თუ რაიმე კალმით დავწერდი საკონტროლოს და 5-ს მივიღებდი, სანამ არ გამოილეოდა, ყველა საკონტროლოს იმ კალმით  ვწერდი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიღებდი სულ ამ ხუთებს, მელნის ბოლო წვეთის გამოცლამდე მჯეროდა, რომ ეს კალამი „იღბლიანი“ იყო. მქონდა „იღბლიანი“ ფეხსაცმელი, მაისური, ბეჭედი, ფურცლის ნაგლეჯი და ა.შ..

აი, კიდევ ზოგოერთი „მარგალიტი“:

„მარილის დაყრას ჩხუბი მოჰყვება“..

„ბაყაყი არ მოკლა, იწვიმებსო და თუ მაინც გაწვიმდა ცოცხი უნდა დაწვათ, გადაიღებსო“..

„დანის ხელში მიწოდება ჩხუბის ნიშანია“.

„ორნი ერთდროულად ერთი პირსახოცით ნუ შეიმშრალებთ – წაიჩხუბებთ“.

(ერთ დილას მარილი თუ დაგეყარა, ვინმეს დანა მიაწოდე და მერე მასთან ერთად ერთი პირსახოცით შეიმშრალე, შეიძლება, საღამომდე ვერ გადარჩე ).

ფეხზე რომ დაგაბიჯებენ მერე შენც უნდა დააბიჯო, თორემ დედა მოგიკვდება. (და ორშაბათს თავიც თუ დაიბანე მთელი ოჯახის ამოხოცვა გარანტირებულია )..

მეტი არც მახსოვს, ვერც ვნახე.. თუ იცით, გაიხსენეთ.. დაწერეთ :))

Advertisements

9 Responses to “თარსი კატა.. შავი კატა..”

  1. knuti დეკემბერი 1, 2010 at 7:03 PM #

    lol 😀 არასდროს მჯეროდა ამ უაზრობების და სულ ვცდილობდი საწინააღმდეგო გამეკეთებინა:D

  2. grishmisha დეკემბერი 1, 2010 at 7:14 PM #

    მე კიდე სახლში ვერ ვაკეთებდი საწინააღმდეგოს, ფეხებით დამკიდებდნენ :დ

  3. ლილიანი დეკემბერი 2, 2010 at 2:59 AM #

    ოჰ ქოლგა არ გაშალო სახლში უბედურება იცის : ))) და ამის გამო მთელი დღე ვიჯექი ასე გაშლილი ქოლგით სანამ ხელი არ დამიბუჟდა : )))

    ჭიანჭველა თუშეჭამე მუცლის გვრემა მოგკალსვო – ესეც ტყუილია ასე ათიოდე ცოცხალი ჭიანჭველა ვშთანთქეთ მაგრამ არაფერი : )

  4. Zurriuss დეკემბერი 3, 2010 at 6:57 PM #

    მე ფარშევანგის ბუმბულებსაც დავუმატებ. სახლში არ შეიძლება! რატომ? ამდენი აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემი მეზობლის გადაყრილი მაგ ბუმბულებისათვის სახლში ატეხილ თრახს რა დამავიწყებს :))

    პ.ს. ზოგიერთ თქვენგანს ვაფრთხილებდი, ნუ მიაყრით ამდენ პოსტს და გადაანაწილეთ მეთქი (დრაფტი არსებობს მაგისთვის), მაგრამ არაო. ჰოდა იყავით ასე :)))

    • teitt დეკემბერი 14, 2010 at 2:48 AM #

      აღვსდგებით ფენიქივით :დდდდდ
      ჩვენ ამ პერიოდში დრაფტიც არ გვიშველიდა, დამიჯერე:))))

  5. chankotadze დეკემბერი 9, 2010 at 9:02 PM #

    შავი კატები ჩემი ვნებაა… ახლაც მყავს :პ და ხატებზე უკეთესად მოქმედებს ჩემზე :დ

  6. teitt დეკემბერი 14, 2010 at 2:49 AM #

    ცრურწმენებზე რაა გითხრათ, მე სასჯელებს ვუგონებდი ხოლმე ჩემს თავს. აი თუ 50-ჯერ გადავახტებოდი ჩემს ეზოში გუბეს, რასაც ჩავუთქვამდი, ამიხდებოდა :დდ ან სანამ სიმღერა არ დამთავრდებოდა, თუ თვალს არ დავახამხამებდი, ან სუნთქვას თუ შევიკრავდი მანამდე

  7. anina აპრილი 19, 2011 at 1:00 AM #

    ძალიან კარგად წერ :]]]

  8. madlena იანვარი 21, 2013 at 10:49 PM #

    me piradad ar mjera crurwmenebis…..magram saxlshi radgan deda ityoda rom es ese unda gaaketo,sxva gza ar iyo…xshir shemtxvevashi ar vitvaliswinebdi magram mainc,……

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: