გურჯისტანელი მადლენა

23 ოქტ

ნოველას თუ ამბავს, საფუძვლად უდევს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველი ქალის რეალური ისტორია.

მადლენა ბავშვობაშივე დაობლდა.

მამამისმა ჯერ საკუთარი ცოლი და მეზობელი მოკლა ლოგინში, შემდეგ კაკლის ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

იმ დღეს უჩვეულოდ მხიარული იყო, გოგონას შუბლზე აკოცა და ხის ტოტზე შემოსვა.

თვითონ повесился.

მამა პერიოდულად მოძრაობას წყვეტდა.

გოგონა დაუზარებლად აქანავებდა მკვდარს და სულისშეხუთვამდე კისკისებდა.

ბებიას გამოჩენამდე პატარა მადლენა ვერ მიხვდა, რომ მამას ცოცხალ-მკვდარობანას თამაში აღარ უნდოდა.

ბებია ლოგინად ჩავარდა.

მღვდელმა მადლენა და ორი გათხუპნული ტყუპი ბიჭი პანსიონატში შერეკა.

ბავშვებს ადვილად შეეწყო.

მოწყალების დებმა დაბადების დღე, კომბოსტოს წვნიანითა და თითო ნაჭერი თეთრი პურით გადაუხადეს.

ხუთჯერ.

ცამეტი წლისამ პირველი “სისხლიანი” საჩუქრი მიიღო.

უკვე დიდი იყო.

თუნუქის პატარა ყუთში, რომელშიც წლების მანძილზე ტალახში ამოგანგვლისა და იატაკზე გორაობის შედეგად “მოპოვებულ” ზღინტლს აცილებდნენ, მარტოს უწევდა განწმენდა.

თვითონ გაიზარდა.

ყუთი დაპატარავდა.

იქნებ ორივე ერთდროულად მოხდა?

მუხლებმოხრილი იჯდა.

ხის დიდი ჭიქით ცხელ წყალს ზურგზე ისხამდა.

ამ დღეს პირველად გაიგო საკუთარი სხეულით ტკბობის ფასი.

მეორე დღიდან პანსიონის ყველა აღსაზრდელი მდედრი დააუფლა ამ ხელობას.

უმეტესობას არაფერი გამოსდიოდა, მადლენა ხომ ყველაზე უფროსი გოგო იყო პანსიონში?!

თხუთმეტი წლისა ორჯერ გაიქცა.

ორჯერვე დააბრუნეს.

მესამედ თვითონ გაუშვეს.

თექვსმეტის იყო.

მღვდელმა მშობლებისა და ბებიის ნასახლარზე მიიყვანა.

სახლის აღდგენაში მეზობლები დაეხმარნენ.

ერთ-ერთი მათგანის უფროს ბიჭს ცოლად გაჰყვა.

ქმარი მონადირე იყო.

კვირობით მარტოს უწევდა ყოფნა.

მდგომარეობას მალევე შეეგუა.

დილით ადრე იღვიძებდა.

კერიაში ცეცხლს ანთებდა.

წინდებზე კალოშებს ამოიცვამდა და ეზოში გადიოდა.

ქათმებს საკენკს უყრიდა.

საღორის კარს აღებდა.

თხებს საძოვარზე უშვებდა.

მიწაში იჩიჩქნებოდა.

ტალახშერჩენილ ფეხსამოსს დაბლაგვებული დანით აპატიოსნებდა.

ქსოვდა.

სადილს აკეთებდა.

დაბრუნებულ პირუტყვს აბინავებდა.

ქათმებს “ძარცვავდა”.

თხებს წველის დროს ცხვირს მხარზე იწმენდდა.

ორი თეფშით გაწყობილ მაგიდას შლიდა.

ქმარი იშვიათად თუ მიუსწრებდა გაციებულ სადილს.

ოცდაერთი წლის გახდა.

შვილი არ ეღირსა, ქათმებს რომ “აყაჩაღებდა” ალბათ ამიტომ.

თაფლის გასაყიდად ქალაში სიარულს მოუხშირა.

ვიღაც კაცი გაიცნო.

ატალახებული ეზოს ნაცვლად ოქროს ქვიშიან სანაპიროს შეჰპირდა.

აუსრულა კიდეც, ოღონდ სანაპირო მხოლოდ სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან ჩანდა.

საშვილოსნო ამოაჭრეს.

გაამრუშეს.

ქონიანი, ქოსა, ულვაშა, ბებერი, ახალგაზრდა, ბავშვი, ქალიც კი.

ყველამ “გაუსინჯა გემო”.

აუტანელი კაკუნი კარებზე.

შემოუშვეს.

კარი გარედან ჩაკეტეს.

მამაკაცმა მხოლოდ პიჯაკის გახდა მოასწრო.

მადლენა ატირდა.

თან როგორ?!

მომატყუეს, სახლი, გურჯისტანი, წამიყვანე – ეს სიტყვები თურქულად.

კაცს შეეცოდა.

არ უჭირდა.

ვიღაცამ გაყიდა მადლენა.

ვიღაცამ იყიდა.

პირველად დადგა ფეხი აღთქმულ ოქროს ქვიშაზე.

პირველად დააპურეს ადამიანურად.

სამაგიეროდ არაფერი მოუთხოვიათ.

პასპორტი დაუბრუნეს.

გურჯისტანში გამოამგზავრეს.

სოფელში ჩავიდა.

ქმარმა არ მიიღო.

ნამშობლარს დაუბრუნდა.

რამდენიმე თვეში პიჯაკგახდილი ჩამოვიდა.

ცოლობა სთხოვა.

უარი მიიღო.

ბევრი ეხვეწა.

სხვადასხვა ღმერთი გვყავსო მიაძახა მადლენამ.

უკან გაბრუნდა.

მეორედ დაბრუნდა პიჯაკგახდილი.

ცოლი გყავს, მე კიდე მეორე ცოლობა არ მინდაო.

გააგდო კაცი.

კაცი რომელმაც თვრამეტი წინადადების წინ უფლის ფუნქცია შეასრულა და სიცოცხლე მეორედ აჩუქა.

კაცი რომელიც აღარ დაბრუნებულა.

მადლენას ასაკი უკვე სამ ათეულ წელს ითვლის.

დილით ისევ იღვიძებს.

ისევ მოროდიორობს.

ისევ იგანგლება ტალახში.

ისევ ქსოვს და ისევ აკეთებს სადილს.

ახლა მხოლოდ ერთკაციან “სუფრას” შლის.

პანსიონში მოწყალების დებს ეხმარება.

ბავშვებს ბანს და კომბოსტოსსუპიან დაბადების დღეებს უწყობს.

Advertisements

2 Responses to “გურჯისტანელი მადლენა”

  1. ♥ Summer ♥ თებერვალი 19, 2011 at 12:02 PM #

    საშინელებაა ტრეფიკინგი, და ადამიანის “გაყიდვა”. ნაწარმოები ძალიან მომეწონა, ზუსტადაა გადმოცემული ახალგაზრდა გმირის განცდები. კარგია რომ საქართველოში არსებოიბენ ადამიანები ვინც ებრძვის ამ საშინელ დანაშაულს.

  2. madlena იანვარი 21, 2013 at 10:42 PM #

    momewona….dgevandeli realobaa…xdeba asec da dzaan cudia….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: