მიმართვა ფილიპიელებს

17 ოქტ

I come from under the hill, and under the hills and over the hills my paths led.

And through the air. I am he that walks unseen.

J. R. R. Tolkien

ჰობიტებს არ უყვართ მოგზაურობა. გზა მათთვის შეუცნობელია. ალბათ, ზღვის შიშის შემდეგ, გზაზე დადგომა და საყვარელს შირთან განშორება მათთვის ყველაზე დიდი ფობიაა. იყო ერთი ჰობიტი, რომლის წინაპრებშიც, ამბობენ, ელფების სისხლი ჩქეფდა. მას ბილბო ერქვა. ერთხელაც ბილბო გზას დაადგა. გზას, რომელსაც შორს, მაგრამ საბოლოოდ მაინც სახლში მივყავართ.

მიყვარს მანქანით მგზავრობისას მძღოლის გვერდზე ჯდომა, რადგან ამ დროს გზას პირდაპირ უყურებ, უფრო კარგად აკვირდები გარემოს. ამასთანავე, სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს ადგილი ყველაზე საშიშია, რადგან უბედური შემთხვევებისა და ავარიების უმეტესობაში ამ ადგილას მჯომებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. გამოდის, ფაქტობრივად, სიკვდილს ვუყურებ თვალებში.

ჩვენ მუდამ ვეძებთ გზებს. უფრო სწორად, ვეძებ იმ დანიშნულებებს, რომლებთანაც მათ უნდა მიგვიყვანონ. მაგრამ, რა საჭიროა გზების ძებნა, ყველა გზა მაინც რომში მიდის. ამიტომ, უპრიანია გზის გავლისას გარემომცველი ბუნებით დავტკბეთ.

როდესაც დიდ გზას ვადგავარ (თბილისიდან ქუთაისში მივემგზავრები), ყველაზე მეტი ობიექტი, რომლებსაც წამიერად მოვკრავ თვალს, ბენზინგასამართი სადგურებია. ერთ-ერთი მათგანზე ცეცხლის მფრქვეველი დრაკონია გამოსახული. ეს დრაკონი ცეცხლმოკიდებულ ნავთობჭაბურღილებს მაგონებს, ერაყის პირველ და მეორე ომების შედეგად რომ უსახსოვრეს ამერიკელებმა თანამედროვე მესოპოტამიელებს. ნავთობი და ჭაბურღილები ჯერ კიდევ  პოლ  ტომას ანდერსონმა შემაზიზღა. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩემმა გამორჩეულმა და ექსცენტრიულმა ლექტორმა თქვა – რასაც აშშ-ს მთავრობა ომის წარმოებაზე  ერთ დღეში ხარჯავს ერაყში, ეს თანხა უზრუნველყოფდა 365 დღის განმავლობაში დედამიწაზე ყველა ბავშვისვის დაწყებითი განათლების მიცემას.

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

ძაღლზე გამახსენდა.  ერთხელ, თავში ერთი ახირებული იდეა მომივიდა: ალბათ, მძღოლებს სპეციალური ტერმინი ექნებათ, განსაკუთრებით სულელი ადამიანებისთვის – “ძაღლივით სულელი”, მათ მიერ მოკლული ძაღლების აღსანიშნავად, მაინც რომ არ იშლიან შუა გზატკეცილზე წამოწოლას და მანქანებისკენ ყეფა-ყეფით გაკიდებას.  ყოველ ჯერზე ერთსას და იმავე შეცდომას იმეორებენ.

ჩემს საკუთარ ბლოგზე ხშირად ვწუწუნებდი, არავინ არ კთხულობს ჩემს ნაწერებს-თქო. იმავეს ვერ ვიტყვი ახლა, ნორმალური სტატისტიკა აქვს ამ ბლოგზე ჩემს პოსტებს, ისეთი ნორმაოლური, ფილ ჯექსონი რომ ამიყვანდა ოდესღაც ჩიკაგოში. თუმცა მაინც იგივე შეგრძნება მაქვს – ჩემი მაინც არ ესმით.

მინდა გადავიხვეწო, გზას დავადგე, მაგრამ რუხი ჯადოქარი და 13 დაუპატიჟებელი სტუმარი არა და არ მსტუმრობს, მხოლოდ კომუნალური გადასახადები. მაგრამ ვიცი, არც მე ვარ სადმე წამსველი. მეშინია გზის დაწყების, ვიცი, მაინც  უკან, სახლში მიყვანს.

როგორც ერთხელ, ჰრომაელთათვის  გაგზავნილ მიმართვაში აღვნიშნე, თუმცა რა აზრი აქვს, რა აღვნიშნე…

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, მე რომში მივემგზავრები, მანამდე კი, ორჰუსის გავლით, კოლოსიანელებს მინდა შევეხმიანო: დამიცადეთ, მე მალე მოვალ ახალი სიტყვით.

Blumgardt

Advertisements

3 Responses to “მიმართვა ფილიპიელებს”

  1. teitt ოქტომბერი 17, 2010 at 4:26 AM #

    “მეშინია გზის დაწყების, ვიცი, მაინც უკან, სახლში მიმიყვანს.”

    ბრავო

  2. chankotadze ოქტომბერი 18, 2010 at 7:50 PM #

    ძმაო პავლე, შენ დიდი სულ გაქვს, მაგრამ შენი გული მწუხარებითა და უიმედობითაა აღვსილი…

    საბრალო სულელი ძაღლი, ყეფა–ყეფით მანქანას როცა უვარდება, მაგ დროს სხვა ძაღლები შშიმშილითა და სიცივით მოკუნტულები ძაგძაგებენ გზისპირა ჩირგვებში. ისინიც რო შეუერთდნენ სულელს ძაღლს, ის ძაღლი სულელად აღარ გამოჩნდებოდა…

  3. atila ოქტომბერი 22, 2010 at 1:44 AM #

    კარგი იყო. ძალიან მომეწონა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: