მიმართვა ეფესოელებს

14 ოქტ

What we cannot speak about we must pass over in silence

Ludwig Wittgenstein


ხშირად გვინდა რაღაც დავწეროთ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობთ. ხანდახან სიტყვები გაქვს, სათქმელი კი – არაფერი. რისი თქმაც არ შეგვიძლია, ჩუმად უნდა გავატაროთ.  მაგრამ ნუ შეშინდებით, მე ზუსტად ვიცი, რის თქმასაც ვაპირებ ახლა.

ერთხელ, მე და ჩემმა მეგობარმა, ცხონებული, პოსტაპოკალიპსურ მომავალზე ვისაუბრეთ. ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული,   რომ არა ის ფაქტი, ჩვენ ზღვის პირას რომ არ ვყოფილიყავით ბათუმში, ტურისტული სეზონის დასაწყისში – მართლაც რომ გართობის საუკეთესო  საშუალებაა ბურუსით მოცულ მომავალზე საუბარი დილის ბათუმში.

მან მითხრა, ალბათ, პოსტაპოკალიპსურ ვიკიპედიაში შენს შესახებ სტატიაში ზურგით იქნები გამოსახულიო, შენი სახელი დავიწყებას მიეცემა და ის თვისებები მოგეწერება, ცხოვრებაში რომ არ გქონიაო: იუმორის გრძნობა, სინემატოგრაფის უბადლო ცოდნა და წარმატება ქალებში.

მე თანახმა ვარ წავიდე ამ მსხვერპლზე, მანამდე კი წარმოვიდგინოთ მომავლის სამყარო, სადაც ატომური კატასტროფა მოხდა:

ოცდამეერთე საუკუნის შუა ხანებში მომხდარმა ატომურმა ომმა გასაოცრად დადებითად იმოქმედა დედამიწის მოსახლეობაზე. სრული განადგურების მაგივრად, დედამიზის მოსახლეობა მთლიანად გადარჩა, თუმცა მთლიანად გამოიცვალა. მან დაკარგა წარსული ცოდნა, ლეგენდები, ცრურწმენები და შეუმწყნარებლობის გრძნობა.  ამ კატაკლიზმება განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე. ატომური ომიდან 50 წლის შემდეგ, ქართველებმა და აფხაზებმა საერთო ენა გამონახეს და ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანდნენ, ატომური ომის დროს სამხედრო ძალით დაკავებულ სამხრეთ ოსეთის ოლქში კი სიტუაცია დაწყნარდა, ჩრდილო ოსების დაჟინებული მოთხოვნით  “ალანია” საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც ავტონომიური ოლქი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების სანაცვლოდ.

პოსტაპოკალიპტურ მომავალში საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს დედაქალაქი შავ ზღვაში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე გადაიტანოს. ამაღლების კუნძული სათამაშო ბიზნესის მექის, ბლექსი-სიტიდან (დღევანდელი ურეკი)  დასავლეთით 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მისი ფართობი 5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ძირითადად ალუვიური მასალებისგან შექმნილი მიწის მასივებისგან შედგება.  კუნძულის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც 2134 წელს შავ ზღვაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად თითქმის 3000 მეტრის სიმაღლის კლდის სვეტი ამოიწია. ვულკანის ამოფრქვევას თან მოჰყვა ცუნამის დამანგრეველი ტალღის გავრცელება, რომელმაც გაანადგურა ევროპული ტურიზმის მექა, ნახევარმილიონიანი ტურისტული ზონა “ურეკი”, რომლის ადგილას საქართველოს მთავრობამ ზემოთ უკვე ნახსენები ბლექსი-სიტი დააარსა, შუაზღვაში ამოსული კლდოვანი მიწის ნაგლეჯზე კი ხელოვნური კუნძული შექმნა.

კუნძულს “ამაღლების” სახელი უწოდეს, რადგან იგი ზღვის სიღრმიდან ამოვიდა. კუნძულზე დაარსებულ ერთადერთ ქალაქს ფრიდონპოლისი ეწოდა, ვეფხისტყაოსნის გმირის საპატივცემულოდ. ქალაქის მფარველი წმინდანი სვიმეონ მესვეტეა, ქალაქის გერბზე კი ცაში აჭრილი კლდე არის გამოსახული.

ქალაქი ცნობილმა პარაგვაელმა არქიტექტორმა, ოსკარ ვალდესმა დააპროექტა. არქიტექტორის ჩანაფიქრის მიხედვით ქალაქს მტრედის ფორმა აქვს, რომელსაც პირში ზეთისხილის რტო უჭირავს. ფრიდონპოლისში მოსახლეობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ. ქალაქი მომავალი საქართველოს სიმბოლოა. კუნძულზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული პროდქუტების მოყვანა-შემოტანა. ამაღლების უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდა.  შესაბამისი მიკროკლიმატის და ფლორა-ფაუნის კულტივაციის შემდეგ, ვაშლოვანის ნაკრძალში ლეოპარდების  მომრავლებული პოპულაციის ნაწილი კუნძულზე გადასხეს. სასიცოხლო რგოლის შესაქმნელად კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოყვანილი სირაქლემების, ლამების, ბიზონებისა და ანტილოპების ჯგუფები ჩამოიყვანეს.

ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, კუნძული მსოფლიო სერფინგის და სამთო-სათხილამურო სპორტის მექად გადაიქცა.

ამაღლების კუნძული ლიდერია ევროპის რეგიონებს შორის მთლიანი შიდა პროდქუტის მოცულობით. აქ მდებარეობს წამყვანი ქართული და მსოფლიო კორპორაციების ოფისები, ფილიალები და შტაბ-ბინები. ფრიდონპოლისის დაუნთაუნში თქვენ შეხვდებით სიმენსის, ჯორჯიან ალტერენერჯის, კონგოს სახელმწიფო აი-ტი-ს კომპანიის, ახალზელანდიური კივი მოტორსის და სხვა გიგანტი კომპანიების ცათამბრჯენებს.

ქუთაისის შემდეგ, სადაც 2099 წელს რ. შუბლაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა, ფრიდონპოლისი ქვეყნაში თანამედროვე ხელოვნების მეორე დედაქალაქი გახდა. ფრიდონპოლისის არაოფიციალური სიმბოლოა შვარცვალდის კოშკი, რომელიც მართალია თავიდან არ სარგებლობდა პოპულარობით, მაგრამ ტურისტებში მოწონების დამსახურების შემდეგ საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

ქალაქი თვალსა და ხელს შუა იზრდება. ამბიცია, სწორედ ამ სიტყვით შეიძლება დახასიათდეს რიგითი ფრიდონპოლისელი.  კუნძულელების ეს თვისება ნათლად ჩანს მათი სპორტულ მიღწევებში. საფეხბურთო კლუბმა ფრიდონპოლის მეზღვაურებმა ჯერ კიდევ 2149 წელს მოახერხეს ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო შემდეგ  პლანეტის ჩემპიონებად გახდომა. ერთი წლის შემდეგ  ამაღლების კუნძულის წარმომადგენლებმა პირველ გალაქტიკურ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მთვარის “ჟიულ ვერნ 2115” დასანანი მარცხი იწვნიეს. პირველმა წარუმატებლობამ “მეზღვაურებს” ხელი ვერ შეუშალა წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებაში და უკანასკნელი 10 გალაქტიკური თასის გათამაშებიდან მათ 4 მოიგეს.

გარდა ფეხბურთისა, ქალაქში კალათბურთის, რაგბის, ჰოკეის და გაელური ფეხბურთის კლუბებიც არსებობენ. თუმცა, ფრიდონპოლისი არ იქნებოდა ფრიდონპოლისი,  ქალაქი სპორტული რა? სად? როდის?-ის და ჯეოპარდის ცენტრი რომ არ ყოფილიყო.

რ.უ.თ-ის სახელობის ფრიდონპოლისის ინტელექტკლუბი 25 ათასს წევრს (ქალაქის 3%) მოითვლის. ყოველ დღე ქალაქში არსებული 20 სხვადასხვა დივიზიონის კლუბები ერთმანეთს ეცილებიან უჭკვიანესის წოდების მოპოვებაში, ინტელექტუალური ღონისძიებების კულმინაცია კი ქალაქის სუპერლიგის თამაშებია, რომელიც თვეში ერთხელ ფრიდონპოლისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტში იმართება.

ალბათ ცალკე პოსტს იმსახურებს ფრიდონპოლისის უნივერსიტეტი და მისი სტუდენტები. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ქალაქის პირველი ობიექტი იყო, რომელის მშენებლებაც საფუძველი ჩაეყარა. 2142 წელს მან პირველი სტუდენტებიც მიიღო. ამ 20 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა კონსოლიდირებული, ერთ მუშტად შეკრული სტუდენტური საზოგადოება. ფრიდონპოლისის უნივერსიტეტის ამჟამიდნელი აკადემიური პერსონალი ძირითადად ამავე უნივერსიტეტის კურსდამთვრებულია.

სწორედ გიორგი მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს რიგით 204 და 208 ქიმიური ელემენტები, სწორედ აქ განხორციელდა გარდაცვლილი ადამიანის გენების გამოყენებით ადამიანის კლონირება. უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კოლეჯში კი პირველად საქართველოში მარსზე გასაგზავნი ხომალდის შექმნა და აღჭურვა მოხერხდა.

ფრიდონპოლისის უნივერსიტეტში დღესაც მოღვაწეობს მსოფლიოს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ინტელექტუალური ელიტა. ჯუშუა კარპენტერის “მემარცხენე გზის” და ლი სან ნგონისაბაზრო ღირებულებების სახელმწიფოს აპოლოგეტები სწორედ ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ.

ფრიდონპოლისი პირველი ქალაქია დედამიწაზე, სადაც სახელმწიფო არ არეგულირებს პიროვნებათა მორალურ ქცევებს და პირად ცხოვრებას. საქართველოს 45-ე პრეზიდენტის, იუჯინ აძგბას სახელობის მემორიალში კი პირველი ქართული გეი ქორწინება შედგა.  ქალაქში ერთმანეთის მხარდამხარ თანაარსებობენს მართლმადიდებლები, მუსულმანები, ბუდისტები, იუდაიზმის მიმდევრები, კრიშნაიტები, ათეისტები და ა.შ.  ქალაქში მოხვდერა და ცხოვრება ყველა ქართველი ახალგაზრდა ოცნებაა. ყოველ წელს, 25 მილიონიანი საქართველოს ახალგაზრდობა იმ იმედით აბარებს ეროვნულ გამოცდებს, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ფრიდონპოლისის უნივერსიტეტში მოხვდეს.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – — – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ჩემს მიერ აღწერილი ამბები ალბათ არასდროს მოხდება. მაგრამ ვინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი.

Blumgardt

4 Responses to “მიმართვა ეფესოელებს”

  1. fmagellan ოქტომბერი 14, 2010 at 11:51 PM #

    მოდი, მე მერკანტილიზმს არ გავექცევი და ვიტყვი, რომ ფრიდონპოლისის მახლობლად პატარა საკურორტო ქალაქში ფულერენების თხევადი სახეობა შადრევნებად ამოხეთქავს და ადგილობრივი მეურნეობა მთლიანად გადაკვალიფიცირდება ზემაღალ ტექნოლოგიებსა და ნეოპროგრამირებაზე.
    პ.ს. რ.უ.თ. კარგი იყო :დ

    • blumgardt ოქტომბერი 14, 2010 at 11:56 PM #

      და ახალი ფულერენის ველი (ა.კ.ა სილიკონის ველი) გაჩნდება კუნძულზე 🙂

  2. chankotadze ოქტომბერი 15, 2010 at 12:44 AM #

    რატი, უფალმა დაგლოცოს, გახალისებულ–აღფრთოვანებული მივდივარ დასაძინებლად.

    მაგრამ ეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტი რა რის ვითომ….
    ნუ, ბლექსი სიტის რაც შეეხება _ რომელ დიდებულ ახალ სამყაროზეა საუბარი, თუ სათამაშო ბიზნესი ყვავის.. კაი ახლა, არ თქვა რომ მთელი სამყარო ფრიდონოპოლისით შემოიფარგლება.. . არ თქვა, რომ სოციალური უსამართლობა გეი წყვილები თუ ქორწინდებიან, თავისუფალ ქვეყანაში გვიცხოვრია. აკი მემარცხენე–მემარჯვნე ძალები, კვლავაც განაგრძობენ დაპირისპირებას…
    ხელოვნური კუნძულები, შამპანურის შადრევნები და რძის აბაზანები _ ეგ ახალი სამყარო წაუნეოლიბერალისსურნელებს ისე ვამჩნევ… :d :d

  3. gela დეკემბერი 5, 2014 at 2:59 PM #

    momavals aq jer piri ar uchans tumca didi qveynebi tu mixvdnen imas rom mxolod mshvidobis kutxit gaertiandnen da patara qveynebs daexmarnen dzirdzveli miwebis dabrunebashi mashin avgordindebit tumca mjera rom avtoris es ctatia ara tu asetnairad uketesadac sheidleba sheicvalos, mxolod mapatiet da modit kaci kacad darches da qali lamaz qartvel qalad ar gvinda is rac boloshi ceria da martlmadideblobis zeimi sufevdes sruliad saqartveloshi. gmertma daglocot da gmertma dalocos sruliad saqartvelo momavali chvenia.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: