რიგები რიგები რიგები..!!!

14 ოქტ

რიგები რიგები რიგები..

ოდიდგან ჩვენ ქართველები გამოვირჩეოდით, საზრიანობით, მებრძოლი სულით, ნიჭიერებით მაგრამ ზარმაცობით, დიდგორით, სტალინით, ევროპაში მოპარული საათებით, მარადიული ომით, „მე ვერ წარმომიდგენია, ქართველი მამაკაცი როგორ უნდა იყოს გეი“-თი, და რიგებიიიიიით!

პურის, „ტოლვილების“ დახმარების, პენსიების, ხელფასების და ა.შ. მოკლედ აქედან ზოგი იყო და მორჩა, ზოგი ახლაცაა და ზოგიც იმედია იქნება..

ავტობუსში თვინიერ შემოდგომას თუ განიცდით, აუცილებლად შეამჩნევთ: ნაცრისფერ თბილისს, თითო-ოროლა გაყვითლებული ფოთლის რექვიემულ გაფრენას, მოძლიერებული სიოსგან ამოძრავებულ ჭადრებს. შეამჩნევთ, რომ პატრულებმა, დასუფთავების სამსახურის ბიჭებმა, მედიკებმა და ციგნის ბავშვებმა „დათბილულები“ ჩაიცვეს. აუცილებლად ნახავთ გათოშილ გოგონას, რომელიც ვერ თმობს მოკლე კაბას (შორტს) და დეკოლტეს. თუ თქვენი ავტობუსი რომელიმე სასწავლებელთან ჩაივლის ნახავთ, რომ სტუდენტები და პირველკურსელები აღარ დგანან შესასვლელებთან და კორპუსებში არიან შეყუჟულნი. თუ ინერნეტ სივრცეს ეუფლებით აუცილებლად ნახავთ, რომ Remember Me, Autumn in New York, Sweet November და მისთანანი ფილმების ჰიტები ერთი ასად გაიზარდა.

დიდ და გამჭვირვალე ვიტრინებზე წარწერა “SALE 99%” შეიცვალა წარწერით “new collection”. მართალია მხოლოდ წარწერა, მაგრამ ესეც ფრიად აღსანიშნავია.  თუ თქვენს ყვითელ, ხვიხვინა ავტობუსს იმის სიამოვნებაც თან სდევს, რასაც „კოლმეურნეობის“ მოედანზედ ჩავლა ჰქვია, მაშინ თქვენ იხილავთ თბილისი, შემოდგომა 2010-ის მთავარ საცნობს..

რიგები, რიგები, რიგები, “მალტასთან..!”

თქვენ ალბათ ყველას გსმენიათ პროექტზე სახელად ”კომპიუტერი ყველასთვის”. ამ პროექტის ფარგლებში „მალტამ“ შეჰქმნა ყველაზე მომაკვდინებელი, ყველაზე გამაოგნებელი, ყველაზე მოსატყუებელი, ყველაზე მეტი „დროჟი“ გაუკეთა პურს, ყველაზე მეტი ჩამოაჭრა ხელფასს, ყველაზე მეტი ზეთი ამოაკლო თქვენს დახმარებას.. ეს ყველაზე.. ყველაზე სენსაცია ასე ჟღერს.. თუ თქვენ გინდათ კომპიუტერი 600 ლარზე დაბლა, მარტივად რომ ვთქვათ ნეხვი, მაშინ თქვენ ამ „სუპერ განვადების“ შემთხვევაში 20%-ს გახდევინებენ. საბოლოო ჯამში აღოაჩენთ, რომ თქვენ ნეხვი 120 ლარით ძვირად შეისყიდეთ.. თუ 600 ლარს აცდებით, მაშინ ეს სულაც არაა კომპიუტერი 1 ლარად, თან 1000 ლარამდე მაინც ნეხვია.. ასეა თუ ისე მალე ახალი ფიანდაზები დაიბადებიან, „ლეპტოპი ვჭამოთ?!“, „მალტას დიეტა“ “ინრეტნეტზე რა ფასებია ქა?!” და ა.შ.

10 წლის შემდეგ ახლანდელი „ტვინბურღები“ გააკეთებენ ბლოგს და ათასგზის გადაღეჭავენ თემას სახელად „მალტის“ რიგები გახსოვთ?!“..

ვისაც უფრო დაწვრილებით გწადთ ინფორმაცია ამ ამბავზე, იხილეთ აქ!

როგორი საოცარია ულეპტოპო სახით გამოსულ მამაკაცს, რომ შეხედავთ სახეზე. ეს ნამდვილი შემოდგომაა.. ნამდვილი, ნაცრისფრად-ყვითელი, და „ფუ დაიწყო ისევ სიცივეები ამათი დედა…“

5 Responses to “რიგები რიგები რიგები..!!!”

  1. chankotadze ოქტომბერი 14, 2010 at 10:05 PM #

    საგრძნობი პოეტური ხაზები…

  2. blumgardt ოქტომბერი 14, 2010 at 11:09 PM #

    მე ჩემი ლეპტოპი ალტაში ვიყიდე 😀

    ოღონდ შარშან და ოღონდ რვანში მოგებული ფულით 😛

  3. nino ოქტომბერი 19, 2010 at 12:26 PM #

    მალტა არა, ალტა ქვია ;)))))))))))

    • polithooligan ოქტომბერი 20, 2010 at 12:57 AM #

      იყავი ხომ შენც? 😀

  4. ვახო ოქტომბერი 29, 2010 at 1:57 AM #

    მოხიბლული ვარ წერის მანერით 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: