მიმართვა გალათიელებს

9 ოქტ

“When one has been threatened with a great injustice, one accepts a smaller as a favour.”

Jane Welsh Carlyle

როგორც ჰრომაელთათვის განკუთვნილ წერილში ვწერდი, “მართლაც, ზოგრს როგორ უმართლებს, და ზოგს როგორ არა.”

ზოგს სამართლიანად უმართლებს, უფრო ხშირად კი “იღბლიანებს” ბედი უსამართლოდ სწყალობს.

უსამართლოა ჩრდილოეთ-სამხრეთის დაყოფა, როდესაც დედამიწის რესურსების ლომის წილი განვითარებულ უმცირეოსობას, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, დასავლურ სამყაროს ხვდება.

უსამართლოა ისიც, დარფურში ბავშვები რომ შიმშილობენ  და ამ დროს ლუქსემბურგში მშპ ერთ მოსახლეზე 78,395 დოლარს შეადგენს.

უსამართლოა ირენა სენდლეროვასთვის ნობელის პრემიის დანანება და მშვიდობის დარგში პრემიის გადაცემა ობამასთვის – წინასაარჩევნო დაპირებებისა გამო, ხოლო აშშ-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ელ გორსთვისPowerPoint-ში შესრულებული  ნამუშევრისთვის, რომელიც გარემოს დაცვას და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ეძღვნებოდა.

უსამართლოა ისიც,  ადამიანები სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის ან სქესობრივი ორიენტაციის გამო  რომ განიკითხებიან და იდევნებიან. უსამართლო ვარ მეც, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ: არაერთხელ ჩამიდენია მსგავსი ქმედება.

არასამართლიანია ისიც, შუა გზაში რომ მიგატოვებენ, გერასიმეს მუმუსავით რომ მოგექცევიან და მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ შენ რომ ხარ  მაინც დამნაშავე.  გამაღიზიანებელია ისიც, ყველას საკუთარი თავი რომ ანაღვლებს.

მრისხანება გიპყრობს ადამიანს მაშინ, როდესაც თვალებში გიყურებენ და ურცხვად გატყუებენ.  ბრაზი გვახრჩობს, როდესაც, სურვილისამებრ, 2X2=4  ან 2X2=5. აუტანელია იმასთან შეგუება, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ, სხვადასხვა მახინებით წარმატებას მიღწეული და თვითრეალიზებული ტიპები ჭკუას გარიგებენ და ლუზერად გნათლავენ.

უსამართლოდ ვიქცევით, როდესაც თავს გარემოებათა მსხვერპლად წარმოვაჩენთ; ჩვენს უნიათობას, სხვებს  ვაბრალებთ; მხოლოდ ჩვენი თავი გვგონია ჩაგრული და საკუთარ ეგოს მიღმა არაფერი გვაინტერესებს.

უსამართლონი ვართ ადამიანები, რადგან უსამართლობა მაშინ გვახსენდება მხოლოდ, როდესაც  მას საკუთარ ტყავზე გამოვცდით.

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, უსამართლობაზე მეტს ნუღარ დაიწუწუნებთ.

როდესაც ვინმეს დიდი უსამართლობა შეემთხვევა, სხვა მცირე უბედურებას წყალობად თვლის.

Blumgardt

2 Responses to “მიმართვა გალათიელებს”

  1. chankotadze ოქტომბერი 10, 2010 at 8:59 PM #

    სოციალ–დარვინისტული პოსტია!!!! მე ყველაფერს სხვაგვარ ინტერპრეტაციას მივცემდი
    მტრის ბანაკში ხარ, მარა მაინც მიყვარხარ…:დ

Trackbacks/Pingbacks

  1. გალათაელთა პასუხი ,,პავლე მოციქულს” | პინგვინთა კუნძული - ოქტომბერი 11, 2010

    […] მეტს ნუღარ დაიწუწუნებთ (მიმართვა გალათაელებს. ბოლოდან მეორე აბზაცი […]

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: