“თავისუფლება ცოტნეს” <<< გეყოთ, კალიგრაფია მაინც შეცვალეთ!

7 ოქტ

“ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა შარშან, 27 ოქტომბერს დააკავეს და მის წინააღმდეგ სასამართლოში ორი სისხლის სამართლის საქმე – განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ჯაშუშობა გაერთიანდა”.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/16846-cotne-gamsakhurdiamdzevalsa-da-monas-shoris-didi-ganskhvavebaa.html#ixzz11cZ3gXi8

 

ამ ამბის შემდეგ დაახლოებით ერთი წელი გავიდა. საზოგადოება ხან მიივიწყებდა, ხან კიდევ მწვავე რეაქცით პასუხობდა ამ პრობლემას.

ადამიანზე გავლენას  ყველა გარე გამაღიზიანებელი ახდენს. მითუმეტეს ისეთები, რომელსაც სოციალური დატვირთვა აქვთ.

თბილისის ყველა უბანი მოიცვა წითელი პულივიზატორით შექმნილმა „ხელოვნების ნიმუშმა“ „გაათავისუფლეთ ცოტნე გამსახურდია“, „ცოტნე გამსახურდია გმირია“ და ა.შ. გაგიკვირდებათ და ასეთი წარწერა კახეთის ერთ-ერთ სოფელშიც აღმოვაჩინე.

გასაგებია, რომ არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც აქვს უსამართლობის განცდა, დაუცველობის სინდრომი და ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას,  ძველივე მიდგომით (იგულისხმება პროტესტი, ვიმედოვნებ ყველას გახსოვთ წარწერა კედლებზე „ძირს ხუნტა“). მაგრამ ხომ შეიძლება ეს მოთხოვნა განვითარების ახალ ფაზას ეწვიოს, ახალ ეტაპზე გადავიდეს, ამ ადამიანებმა მიმართონ სასამართლოებს აქ და საზღვარს მიღმა. გაიფიცონ, მოაწყონ აქციები და დემონსტრაციები, ბოლოსდაბოლოს დასხდნენ და მასიურად იშიმშილონ.

ან თუ ეს მხარე არ ნებდება, იქნებ შსს თანამშრომლები გამოვიდნენ და თქვან, რომ არ არსებობს არცერთი პროცენტი დაშვებითობა  იმისა, რომ ცოტნემ დატოვოს იზოლატორი.

გავიგეთ ბატონო, რომ კონფლიქტის მოგვარება ასე მარტივად არ ხდება, როგორც ეს მე წარმოვაჩინე. არც შეთანხმების ეს ფორმებია ადექვატური, მაგამ რა დააშავეს მოდერნისტულმა და თუნდაც საბჭოთა სტილის საწყალმა შენობებმა, რომ ათასგზის დაიწერა და წაიშალა მათზე ეს ტექსტები..

ან ჩვენ უბრალო მოკვდავებმა რა დავაშავეთ, რომ მშვენიერი ტექსტის: „ ჩავწვდები თქვენს ფანტაზიას და აგიხდენთ აუხდენელს აღვირახსნილი ნინი დამირეკეთ 8 ** ** ** ** „-ის გვერდზე სლოგანს „ცოტნე გმირია“.

გმირობის შეხედულება კი დავუწუნეთ ამ მხარეს, მაგრამ არც მეორენი არიან სიმართლის და ჭეშმარიტების (თუ ეს უკანასკნელი საერთოდ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში) მცველნი. ამ კაცმა 55 დღე იშიმშილა, ე.ი. აქვს იმის ამბიცია და მრწამსი, რომ უდანაშაულოა. იქნებ გამოეჩინათ გულისხმიერება და მისი საქმეს ინდივიდუალურად მიდგომოდნენ..

უნდა ჰქონდეს თუ არა მას პატიმრის სტატუსი, თუ – გმირის ეს თქვენთვის მომინდია..

მე კი მოვითხოვ! რომ მოეშვან ამ უუნარო წარწერების შექმნას კედლებზე.. უკიდურეს შემთხვევაში კალიგრაფია მაინც დახვეწეთ..!!!

5 Responses to ““თავისუფლება ცოტნეს” <<< გეყოთ, კალიგრაფია მაინც შეცვალეთ!”

  1. qefcho ოქტომბერი 7, 2010 at 6:04 PM #

    ჰოლმსის “მოცეკვავე კაცუნები” გამახსენდა :))

    From rubilniki
  2. zorbegi ოქტომბერი 9, 2010 at 3:30 AM #

    კედლებზე გაკეთებული წარწერებით და ათასგან გაკრული სტიკერებით პატარა კომბინაცია/დიალოგი:

    _ ცოტნე გამოუშვით
    _ რატომ?
    _ გვშია!

    =))

  3. chankotadze ოქტომბერი 10, 2010 at 9:06 PM #

    ამ ფსევდონიმის მიღმა უთუოდ ბარქაია იმყოფება, ხომ? :დ

    • the1990 ოქტომბერი 10, 2010 at 9:49 PM #

      ამბორით გამეცი ხომ ჭანკოტ?? :))))

  4. chankotadze ოქტომბერი 11, 2010 at 12:29 PM #

    😀 კი, მა მაგრამ 30 ვერცხლად ხო არ გამიყიდიხარ რაც მთავარია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: