„მონსტრები“ ბავშვობიდან

6 ოქტ

პატარები რომ ვიყავით, მშობლებს, ნათესავებს ან უბრალოდ  უფროს ბავშვებს ყოველთვის ჰქონდათ მოფიქრებული სხვადასხვა „შეთანხმებული“ ისტორიები, ლეგენდები, როგორ შევეშინებინეთ პატარები. აი, მაგალითად, ზაფხულობით სამტრედიაში რომ ჩავდიოდი არდადეგებზე, იქ ჩვენი ქუჩის „მონსტრი“ ერთი გაუბედურებული კოჭლი მეწისქვილე იყო. გაუპარსავი ჭაღარა წვერითა და გაბურძგნული თმით, ნაცრისფერი დაგლეჯილი კოსტიუმი და ჭუჭყიანი ხაკისფერი შარვალი ეცვა ხოლმე, ფეხზე „ვალინკები“ და თავზე ნაქსოვი მრავალგზის დარღვეული ქუდი ეხურა. ჩაცვენილი ჩაყვითლებული თვალები, დანაოჭებული სახე.. ერთი-ორი კბილი-ღა ჰქონდა შემორჩენილი და სულ დაბლა იყურებოდა. ერთი სიტყვით ამ კაცს საშიში არაფერი ჰქონდა,  უბრალოდ, თავისი ღატაკი ცხოვრების თითოეული დეტალი სახეზე ეტყობოდა.  თითქმის ყოველ დღე უხდებოდა ჩვენს ქუჩაზე ჩამოვლა. ძველისძველი, დაჟანგული გახუნებული ყვითელი ღრჭიალა ურიკით სახლში ტომრები მიჰქონდა ხოლმე,  ყავარჯნის ნაცვლად კი უბრალო ჯოხი ეჭირა.

ამ ქუჩაზე პატარები ბევრნი ვიყავით. სულ გარეთ ვთამაშობდით „ორდროშობანა“, ან „ვისი სული გსურს“ (მე რატომღაც მთელი ბავშვობა მეგონა, ამ თამაშს „ვისი გსური გსურს ერქვა“ :დ), „დაჭერობანა“, „წრეში ბურთი“, „წითელი, ყვითელი, შავი“ (მეორენაირად „ბრისლი-მიაუ“).. ხოდა ამ ჩვენს თამაშებში გართულებს ქუჩის ბირჟაზე მსხდომი „ინტ’ი’ლიგენცია“ შემოგვძახებდა: აბა, დაიშალეთ, ლოთი შალამბერიძე (თუ სწორად მახსოვს მისი გვარი“) მოდისო.

*ყველა „მონსტრს“ განსხვავებული მოქმედებები ჰქონდა. მაგალითად. ლოთი შალამბერიძე, რომლის ჯოხი სინამდვილეში თურმე ურო ყოფილა, ამ უროთი ჯერ ჩეხავდა პატარა ბავშვებს, მერე იმათ ნაწილებს  ტომრებში ალაგებდა და ურიკით სახლში მიჰქონდა. ღამე კი ჩუმ-ჩუმად მიირთმევდა.

ჩვენს ქუჩაში ისტორიები და გმირები ბევრი იყო, თუმცა მეთვითონ დიდად არც ერთის მეშინოდა. უბრალოდ, სხვებს აყოლილი მეც თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ხოლმე ლოთი შალამბერიძის დანახვაზე და რომელიმე მეზობლის რკინის ჭიშკრის უკან ვიმალებოდი.

მე აი, ზუსტად ასეთი მანქანების მეშინოდა. ასეთები თბილისშიც მრავლად დადიოდნენ და სამტრედიაშიც „მომყვებოდნენ“ ხოლმე (სხვაგან არც არსად დავყავდი  ოჯახს 😀 ). გული საშინლად მძიმედ მიცემდა მისი ხმის გაგონებაზე და გარეგნულადაც ბოროტ ბებერ ურჩხულს მაგონებდა. მეგონა, ასეთ მანქანებში ვიღაცა უბედური ხალხი ჰყავდათ ჩამწყვდეული და სადღაც საშინელ ადგილას მიჰყავდათ. ვიდექი გაშეშებული მეორე მსოფლიო ომის ებრაელივით და გაფართოებული თვალებით გაშეშებული შევყურებდი ამ მანქანას, რომელიც თითქოს ის მატარებელი იყო, რომელსაც ებრაელები სასაკლაოზე მიჰყავდა და ერთ მშვენიერ დღეს მეც იგივე ბედი მელოდა.

პ.ს ფოტო ჭიათურაში გადავიღე სულ რამდენიმე თვის წინ. იქ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი მანქანები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: