მეორე წერილი კორინთოელებს

6 ოქტ

Have you found Jesus yet, Gump?

Lieutenant Dan

1996 წელს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა Google Inc. დაარსეს. სტივენ ჯობსისგან გასხვავებით, თავიანთი პირმშოსთვის  სახელის მოფიქრება იოლად შესძლეს, ერთი ეგაა, ჯეელებმა ათის მეასე ხარისხი არასწორად წარმოთქვეს და მივიღეთ გუგლი.

დღეს ჩვენ ყველაფრის მოძიება, პოვნა, მიგნება შეგვიძლია. რა ჰქვია სინამდვილეში მადონას (მადონა ლუიზა ჩიკონე), როდის დაიბადა ლი ჰარვი ოსვლადი (1939 წლის 18 ოქტომბერი), ვინ დაარსა BMW (კარლ ფრიდრიხ რაპი), რამდენი ოსკარი აქვს მიღებული ჯეკ ნიკოლსონს (სამი) და საიდან არის წარმოშვებით ჯორჯ მაიკლი (საბერძნეთი).

საშუალოდ, გუგლი 0,15 წამს ანდომებს თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მონახვას. 0,15 წამში შეგვიძლია ჩვენი ოთახიდან ანტიკურობაში გადავეშვათ. 0,15 წამში შეგვიძლია ჩვენი ოცნების ნივთი მოვიძიოთ, 0,15 წამში შეგვიძლი თვალი 0,7-ჯერ დავახამხამოთ.

ჩვენ მუდამ ვეძებთ. “პარიზის მოჰიკანებში” ალექსანდრე დიუმა მამას პერსონაჟი, პოლიციის გამომძიებელი, მუდამ  ქალს ეძებს – Cherchez la femme, pardieu! cherchez la femme!,  ფრანსისკო ორელიანას და გონსალო პისაროს ზღაპრულ ელ-დორადოში მოხვედრა სწყუროდათ, შუა საუკუნეების ალქიმიკოსებს ფილოსოფიური ქვის მიგნება ეწადათ.  დარწმუნებული ვარ, სტივენ ჰოკინგი დღემდე იმიტომ ცოცხლობს, რომ სამყაროს ბოლომდე შემეცნება სურს, უნდა მიაგნოს ყველაფრის არსს და კანონზომიერებას. ალბათ, თავისი ხმის სიმულატორით, ცივი, ციფრული ჟღერადობით იმეორებს ტენისონის სიტყვებს: “to strive, to seek, to find, and not to yield.

ჩვენ ვეძებთ, ყოველ დღე ვეძებთ, ლინკიდან ლინკზე, გვერდიდან გვერდზე, ქუჩიდან ქუჩაზე, ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში ვეძებთ მუსიკას, წიგნებს, ტანსაცმელს, პარფიუმერიას, ფოტოკამერას, მანქანას, შეყვარებულს, მობილურ ტელეფონს, სამსახურს, ბინას. ვისწრაფვით მაღალი მიზნებისთვის, გვინდა, რომ განსაკუთრებულნი ვიყოთ, სინამდვილეში კი დაბნეულები ვცოცავთ სცილასა და ქარიბდას შორის გამავალ გზაზე.  ვერ ვაცნობიერებთ, – რა ჯანდაბა გვინდა აქ ?!

ჩვენ ხომალდის ანძაზე ვართ მიბმულნი,  ირგვლივ სიჩუმეა, მხოლოდ სირენების მომაჯადოვებელი სიმღერა ისმის.

P.S. ახლავე, სასწრაფოდ ჩახურეთ  ვებ-ბრაუზერი, გამორთეთ  კომპიუტერი. გადით გარეთ, ჩაეხუტეთ თქვენი ოჯახის წევრს ან დაურეკეთ მას, ვინც გენატრებათ.

იჩქარეთ! საქართველოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა  76.72  წელია.

Blumgardt

3 Responses to “მეორე წერილი კორინთოელებს”

  1. chankotadze ოქტომბერი 6, 2010 at 12:04 PM #

    მთელი 50 წელი დამრჩა მაგის გასაკეთებლად. რა საჭიროა სიჩქარე :))

  2. guniah ოქტომბერი 6, 2010 at 4:52 PM #

    აღარ ხუმრობ, პატარა :დ

    • blumgardt ოქტომბერი 6, 2010 at 8:49 PM #

      :* გვენატრები 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: