Happy dreamer

4 ოქტ

და თქვენ რა გგონიათ ოცნება ?

საღამო. გამთბარ სამზარეულოში სახატავი რვეულით და ფანქრებით აღჭურვილი ჩემი ბავშვობა ოცნებობდა შუქის მოსვლაზე. და თუ ეს ‘ოცნება აუხდებოდა’ , სანთლის შუქს მიჩვეულს ისე სტკიოდა თვალები, რომ ისევ უშუქობაზე იწყებდა ოცნებას.

სანამ ე.წ. „პრისტავკები“ გამოჩნდებოდა ჩვენს ოჯახებში, ჩემი ბავშვობა, რუსულ „ოერტეს“ მიჩერებული, ყოველი მულტ-სერიალის ყოველი სერიის ბოლოს ოცნებობდა, ამით არ დასრულებულიყო და ჭერზე ჩამოკიდებულ სათამაშო მაიმუნს  კიდევ ერთ სერიას თხოვდა. რა სასაცილოა, არა?!
ჩვენი უმრავლესობის ბავშვობა კარგ ტანსაცმელზე, შოკოლადებზე, ბარბებზე და პულტიან მანქანებზე ოცნებობდა.

ჩვენი უმრავლესობის ბავშვობა ტრანსპორტში საკუთარ ადგილზე ოცნებობდა. რომ ის ახალი მგზავრის ამოსვლისას დედას კალთაში არ გადაესვა .

ჩვენმა ბავშვობამ ვერ გვასწავლა, რა არის სინამდვილეში ოცნება.

რაღაცის არქონა, ჯდომა და იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, ჩვენთვისაც რომ გაეღიმა ბედს. ესაა ვითომ ? ფიქრების თავისუფლება.. არაა ეს თავისუფალი ფიქრები. ჩვენმა პრაგმატულმა სურვილებმა ჩვენს ფიქრებსაც  არ მისცა სივრცე და „ოცნებაც კი დაგვიშალა“.

და მაინც, არსებობენ ბედნიერი და სევდიანი მეოცნებეები. და შენ, რომ გაიფიქრე ბედნიერს რაღა ოცნება უნდაო. ზუსტად შენ ვერ ხვდები, ჯერ კიდევ, რა არის სინამდვილეში ოცნება.

ჩემი ბავშვობა მაშინ ვერ ხვდებოდა და, სამწუხაროდ, ვერ იყო ბედნიერი მეოცნებე. ლურჯ ფერიებს და მსგავს „მოხელეებს“ მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როცა რაღაც არ ჰქონდა. რაღაც მატერიალური.

გავიზარდეთ და ვისწავლეთ ფრაზები „ოცნებას ვერავინ დამიშლის“ და ესეც დავიჯერეთ. თუ ოცნებაა ოცნება იყოს…

„Мечтать не вредна“-ო. ესეც მოგვეწონა. სრული კომფორტი შევიქმენით ჩვენს წარმოსახვაში და  უცოდველი სახით შევყურებდით ჩვენი საწოლების თავზე ჭერის ნაჭრებს.. ვოცნებობდით.

მე ამ მოგონილი კომფორტიდან გასულ ზაფხულს უცნობმა გოგონამ გამომიყვანა. მასთან შეხვედრა ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენიც ტრასაზე მაღალი სიჩქარით მიმავალმა ჩვენმა მანქანამ მოანდომა მის გვერდის ავლას. კახეთის ერთერთ ღრმა სოფელში დაახლოებით 13 წლის გოგო გზის პირას სეირნობდა. ხუთ „დვარნიაშკა“, ჯაჭვებით და საყელურებით აღჭურვილ ძაღლთან ერთად. ამ 5 ჯაჭვის დაბოლოება ხელებში მაგრად ჩაებღუჯა, რა თქმა უნდა, ვერ ერეოდა 5 თავაშვებულად მორბენალ ცხოველს და თავადაც მათ ნებას მიყვებოდა. არც ის აღელვებდა, რა სასაცილოები იყვნენ საყელურებს მიუჩვეველი უჯიშო ძაღლები, არც ის, მასზე რას იფიქრებდნენ საჭორაოდ და „ბუზის გასასპილოებლად“ მუდამ მზადმყოფი სოფლელები. და არც ის, რომ ამ ძაღლების გასეირნება წვიმაში ეზოს მორწყვას გავდა. და გამახსენდა პეპი. და მერე ბერტოლუჩის „მეოცნებეები“. და ყველაფერს მივხვდი.

და თქვენ, რა გგონიათ ოცნება ?


7 Responses to “Happy dreamer”

  1. skyken ოქტომბერი 4, 2010 at 11:41 PM #

    like you

  2. kako ოქტომბერი 4, 2010 at 11:59 PM #

    tei momewona kai iyo da tu ar daijereb,danarchens mere getyvi

  3. blumgardt ოქტომბერი 5, 2010 at 2:11 AM #

    I have a dream, but e… I’ve forgotten it, e.. eh.. Damn it!

    Martin Luther King Jr.

    P.S. ეს ხუმრობა იყო 😀

    • teitt ოქტომბერი 5, 2010 at 2:19 AM #

      მე და მამამისი ერთ დღეს ვართ დაბადებული.არ ეკუთნოდა ეგ ჩემთან:))

  4. chankotadze ოქტომბერი 6, 2010 at 12:18 PM #

    მე ნამდვილი ოცნებებიც მქონდა. სულ ნამდვილი _ ფერიები, პრინცები, სამეჯლისო კაბები და ციყვის ფუღუროები, უკვდავების წყალი, ჯადოსნური ბაღები, მარადიული სიყვარული და აგვარი მეტაფიზიკურობანი :))

  5. burbushela ოქტომბერი 7, 2010 at 1:55 PM #

    me kide frena mindoda meswavlaa da yovel game mesizmreboda, rom davfrinavdi:)

    • teitt ოქტომბერი 14, 2010 at 5:28 PM #

      არც მასე ზაან არ გინდათ:))))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: