მე 90

3 ოქტ

მეც მაშინ დავიბადე, მეც ვთამაშობდი ტეტრისით, მეც მქონდა კინდერის კოლექცია. ცოტა რომ წამოვიზარდე მეც მიპოვეს „ძინძინ“-ის დიდი პარტია.. მოკლედ მეც 90-იანი ვარ.. ამაზე იმდენი დაიწერა, რომ სჯობს უფრო დავკონკრეტდე. ჩემს ინტერესებში შედის ერთი ღვთისგან გმობილი საქმე: პოლიტიკა.

როდესაც მეოცე საუკუნის მიწურულს შექმნილ ქართულ პოლიტიკას დღევანდელს ადარებენ ორი მინი-დიალოგი მახსენდება.

1.      – დედა, დედა მამა როდის მოვა?..

-არ გამოხვიდე მაქედან, მამაც მალე მოვა..

2.    – დედა რა ამბავია?!

– ნუ გეშინიათ გვბომბავენ..

პირველი 1994-95 წლებში „გათამაშებული“ სცენაა, მეორე – 2008 წელს მოვისმინე.

აღარ დავწერ იმას, რომ მაშინ იყიდებოდა “დვამიაჩიკები“ ახლა „ოლსტარებმა“ წაგვლეკეს.. მაშინ წავკისიდან ბებოს მაწონი მოჰქონდა, დღეს სკუტერით პიცას მოგირბენინებენ. მაშინ იყო „სვინეცის“ დადნობის ეპოქა. დღეს ამას აღარ ვაკეთებთ.

მაშინ უბანში შავებში ჩაცმული ბიჭები აწეული წარბით და ეშვის გამოჩენით გაცილებდნენ. დღეს ამას ვარდისფერ და იისფერ მაისურებში გამოწყობილი „ფისოები“ აკეთებენ.

მაშინაც იყვნენ ნარკომანები, რომლებიც ბაძავდნენ ჰოლივუდის ბლოგბასტერის გმირებს, შავი ray ban-ით და ბრეტელებიანი შავი “რემბო“ მაისურით. დღეს იგივე კასტის ახალი თაობა ვიღაც კედებში გამოწყობილ მჩხავანას ბაძავს.

მაშინაც გვყავდა ერის ვაებაზედ მომღერალი ნიღბიანი რაინდი

და დღესაც გვყავს მამობრივი მზერით თითს დამქნევი ორატორი.

მაშინაც ვზეიმობდით, რომ სახელმწიფო შედგა და გვქონდა კონსტიტუცია, თუმცა მისი წაკითხვა მხოლოდ რამდენიმე ჰალსტუხიანს მივანდეთ და დაგვენძრა.

დღესაც ვზეიმობთ, რომ გვაქვს ახალი კონსტიტუცია და შესაბამისად სახელმწიფო ვართ. აბა ჩემო მკითხველო, რამდენმა თქვენთაგანმა მიანდო თავის „წარმომადგენელს“ პარლამენტში იმ ოხერი წიგნის წაკითხვა?!

მაშინ არ გვქონდა პური, მაგრამ იყო სანახაობა.

დღეს გვაქვს პური, მაგრამ სანახაობა ერთზე რაც გადის, ის გადის სანახაობა ორზე და საერთოდ ყველა ქართულ სანახაობაზე.

მაშინ გვყავდა რკინის ბუა. დღესაც გვყავს რაღაც მაგდაგვარი „მთავრობის ხერხემალი“.

მაშინდელ „კანარეიკებს“ ეწერათ ГАИ დღევანდელს  – POLICE..

გვიყვარდა და გვიყვარს ერთი მარადიული მდგომარეობა სახელად ყაყანი.. ამას ვაკეთებთ ყველგან: სამშობიაროში, საბავშო ბაღში, სკოლაში გაკვეთილებზე, უნივერსიტეტში ლექციებზე, მაღაზიებში, რადიო- ტელევიზიებში,  პარლამენტში, ვყაყანებთ კუბოებშიც.

პატარა სახელმწიფოების ხვედრია მუდამ ეშინოდეს ვინმესი და მის წინააღმდეგ განაწყოს თავისი მოქალაქეები.. მადლობა რუსეთს, რომ ეს პატარა სახელმწიფოების სინდრომი ჩვენს ქვეყანას 90-იდან 10-მდე თან სდევს..

ამ 20 წლის განმავლობაში ქალბატონებო და ბატონებო რა აღარ მოვიმოქმედეთ, ვიპროტესტეთ, რა ენერგიაც გაგვაჩნდა გადმოვანთხიეთ, ვიომეთ, შემდეგ კიდევ გავიფიცეთ, ისევ ვიომეთ. ისე დავიცალეთ, რომ ახლა მინაბულები ვწევართ და ვნეტარებთ..

ქუჩაზე მიმავალთ, რაღაც საგნების მეშვეობით უნდა გვეუფლებოდეს განცდა, რომელიც თავს ჩვილ ბავშვად გვაგრძნობინებს.

სეირნობისას ვხვდები, რომ ამ განცდას სველი ნანგრევები, კედელში ნატყვიარი, დამწვარი პარკეტის სუნი, yupi-ს და zuko-ს არომატი  მიტოვებს.

ჩემთანაც 2010-ია, არც მე ვთამაშობ counter strike-ს, არ ვაგროვებ მარკებს, არ ვყიდულობ play boy-ს.. მოკლედ 90-იანი ვარ..

2 Responses to “მე 90”

  1. ბექა ოქტომბერი 3, 2010 at 3:21 PM #

    და მაინც ვინ ვართ 90–იანები? მიძინებულთა გამღვიძებლები თუ კიდევ უფრო ღრმად დამძინებლები? მე ჯერ არ ვიცი… ზვია, <> ანუ ჭეშმარიტად პატრიოტულ ყაყანზე ერთად შეგვსტკივა გული , სხვა რა მომეწონა შენი სტატია, – 🙂

  2. the1990 ოქტომბერი 3, 2010 at 4:16 PM #

    მართალი მართალი.. ეს გაცნობის პოსტებია თორემ ცოტა ხანში გადახარისხდება კატეგორიები და ყველა დაიწყებს წერას იმაზე რაც მისთვის უფრო ახლობელია.. კი მაგ ყაყანზე ერთად შეგვტკივა გული.. წყეულ ყაყანზე 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: