ძველი მეწიგნეები

3 ოქტ

თუ მკითხველი არ გამოხვალ კითხვას მაინც ისწავლი-ო!

“საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის თანახმად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ „ბუკინიზმი“ ქალაქის იერსახის მტერია.

დიახ! ისინი აფერხებდნენ სვლას მიწისქვეშა გადასასვლელებში, იმიტომ რომ აქ გროვდებოდნენ მკითველები. საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნიდა ის, რომ ბუკინისტები გაფანტულები იყვნენ. წიგნის შოვნისთვის საჭირო იყო მთელი ქალაქის შემოვლა. მართალია ისიც, რომ ბუკინისტი მუდამ აკლებდა ფასს და ამით ახალ გამომცემლობებს კლიენტურას „წაპნიდა“. როდემდე უნდა ვიკითხოთ საბჭოთა ქაღალდიდან?!

მაგრამ მაინც.. გამოვიდოდით უნივერსიტეტიდან, ლექციებით გადაღლილები დავუყვებოდით დახლებს, ვათვალიერებდით და ვათვალიერებდით. ზოგი იმისთვის, რომ გვაინტერესებდა, ზოგიც იმიტომ, რომ ავტობუსი იგვიანებდა, ზოგი იმიტომ, რომ გაჩერებაზე მყოფებს განათლებულად მოვჩვენებოდით.. ვათვალიერებდით და ვყიდულობდით, ვკითხულობდით და შემდეგ ჯერზე უფრო მეტად განათლებულები ვათვალიერებდით.

დღეს დედაენის ძეგლის უკან მდგარ „სენაკებს“ ვათვალიერებდი..  ერთი სენაკი თვეში 30 ლარი „ჯდება“. ამ ტერიტორიის დაცვა ევალება შპს „გრიფინი+“-ს სწორედ მათ უხდიან ბუკინისტები ყოველთვიურ მოსაკრებელს. იანვრამდე ასე გაგრძელდება შემდეგ სახელმწიფო ხაზინაც მოითხოვს ნახევრად ლეგალური მოვაჭრეებისგან ბოლომდე ლეგალურობას.

ბუკინისტებისთვის ერთი ადგილის მიჩენას აქვს დადებითი მხარე, ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა მკითხველებისთვის, შეგიძლიათ წიგნი საერთოდ არ იყიდოთ, დაჯდეთ მტკვრის პირას (ნუ თუ ამ სურნელს გაუძლებთ) და იკითხოთ. თუმცა არის უარყოფითიც, შემთხვევითი მყიდველები აღარ იარსებებენ. ვეღარ „წავაწყდებით“ წიგნებს, მათ საყიდლად უნდა მივაკითხოთ „მაღაზია“ ბუკინისტს.

რაც შეეხება წიგნების ფასს, – საგრძნობლად გაიზარდა. თავად გამყიდველებს ვერ იცნობთ. ისინი „ახლები“ არიან. თამამი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ნამდვილი ბუკინისტები.

“-აქამდე სად იდექი?

-სახლში. ახლა გამოვედი, ამ ამბების მერე.”

სად არიან ძველები, ბებერი მეწიგნეები?! თუ გინდათ მათი დაბრუნება უნდა მოითხოვოთ. თუ არა,  მაშინ ერთი დღე უნდა გამოყოთ დედაენის ბაღში სასეირნოდ და წიგნების დასათვალიერებლად.

არჩევანი თქვენ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: