ჩვენი შტაბი, ანუ ქვეყანა რომელიც ვერ შედგა

3 ოქტ

“კენტი”, “ბრილიანტი”, “პარლამენტი” – საოცნებო სიგარეტები, უფრო სწორად სიგარეტის კოლოფები, რომლის სახურავისაგან დამზადებული “სათამაშოები” ყველაზე ძვირად ფასობდა.

ყველას თუ არა უმეტესობას, განსაკუთრებით კი ბიჭებს გემახსოვრებათ ერთი უწყინარი გასართობი, თამბაქოს სუნად რომ ყარდა და რომლის დიდი კოლექციაც არაერთგზის გადამიყარეს სახლიდან.

სიგარეტის კოლოფის ხუფისგან დამზადებული “სატყორცნებით” თუ გითამაშიათ ისიც გემახსოვრებათ, რომ შორს მსროლელი გამარჯვებულად სახელდებოდა, ხოლო სკიტკებს და ნეკისა და არათითს მიმდებარე ტერიტორიიდან სროლებს “არ ვიყავით”.

მეც ისევე როგორც რიგითი 90-იანელი, ღრმად ვიყავი ჩაფლული ამ გასართობში.

ჩემი უბნის “კონცეფციიდან” გამომდინარე (მოგეხსენებათ დიდ იტალიურ ეზოებსა და უბნებში მრავლად არიან ბავშვები, რომლებსაც გასაქანი უფრო მეტი აქვთ ვიდრე კორპუსების მკვიდრთ) “სიგარეტის ბიზნესი” ყვაოდა.

ერთხელაც შტაბში შეკრებილ “დიდი საბჭოს” მეთაურს (მე ასაკიდან გამომდინარე ბოცმანი ვიყავი) იდეა მოუვიდა, რომელიც რამდენიმე პუნქტად ჩამოგვიყალიბა:

ა) გაერთიანების თითოეული წევრი დაინაწილებდა ქუჩებს და მოაგროვებდა რაც შეიძლება დიდი ოდენობით სიგარეტის უპწკნელ კოლოფებს.

ბ) შეგროვილი ინვენტარი და სახლებიდან გამოზიდული მშრალი წებო მაშინდელი შტაბის ბაზაზე
მოიყრიდა თავს.

გ) დაიწყებოდა ახალი, ევროსტანდარტების კლასის “ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი” შტაბის მშენებლობა.

იდეას ყველანი დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდეთ და გაჩაღდა მუშაობა. დღის ბოლოსთვის დიდი ოდენობის საშენი მასალა დაგვიგროვდა და საფუძველის ჩაყრისათვის “რასტვორიც” მოიზილა.

ერთ კვადრატულ მეტრზე  გადაჭიმული  შენობის კედლები ნახევარზე გვქონდა აყვანილი, როცა წებო შემოგვაკლდა, მეზობელი “საპოჟნიკისთვის” გამორთმეულმა კი არ გაამართლა. ამას მოჰყვა შემდეგი იმედგაცრუება – კოლოფები თითზეჩამოსათვლელიღა დარჩა, მაშინ, როდესაც საქმე შუამდე გვყავდა მიყვანილი.

ერთხმად გადავწყვიტეტ, იმ დღეს შევჩერებულიყავით და მუშაობა მეორე დღეს, უფრო მეტი ენთუზიაზმით გაგვეგრძელებინა, თან ზაფხულის არდადეგები იყო და ხელს არაფერი გვიშლიდა.
დავიშალეთ, მაგრამ არა მარტო ჩვენ.

დილით, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეს აქოშინებული მეზობელი დამაცხრა თავს და უბედურების ზარმაც დაჰკრა ჩემს ოთახში.

ზაფხულის წვიმამ დაალპო და “წყალს გაატანა” მთელი ჩვენი ნაწვალები. იდეაზე ხელი ჩავიქნიეთ და ისევ სიგარეტის სახურავებისაგან დამზადებული “ფიშკების” შეგროვებას შევუდექით.

ახლა დილის 5 საათი და 7 წუთია. ეს ამბავი გამახსენდა და გამეღიმა, როცა გავაცნობიერე, როგორ ჰგავს ჩვენი ქვეყნის შენების პროცესი ჩემი და ჩემი უბნელების შტაბის ამბავს.

ოცი წელია იდეა არსებობს, ოცი წელია საუბრობენ, გეგმავენ, მუშტებს აბრახუნებენ და ნათელ მომავალს წინასწარმეტყველებენ, ისევე როგორც ჩვენ ვფიქრობდით, რომ მუყაოს პატარა ყუთები წვიმისა და სიცივისაგან დაგვიცავდა.

ხან საშენი მასალა მოგვაკლდა, ხან პოლიტიკოსები “აჯდებოდნენ” მშრალ წებოებს, ხანაც მეორე დღისთვის გადაგვქონდა ქვეყნის აღმშენებლობის დასრულება. (საინტერესოა რას ვასრულებდით, როცა დაწყებულიც კი არაფერი გვქონდა)

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ენთუზიაზმი დიდხანს არასდროს მოგვყვებოდა, პირველივე სირთულეზე ყველა საკუთარ სოროში იმალებოდა და “ცივი ზამთრის” ადვილად გადასატანად, თხილეულს იმარაგებდა.

ოცი წელია გადაუღებლად წვიმს და ჩვენ ისევ არ გვაქვს საკმარისი მასალა.

3 Responses to “ჩვენი შტაბი, ანუ ქვეყანა რომელიც ვერ შედგა”

  1. lanaaa ოქტომბერი 3, 2010 at 7:20 PM #

    vaime gio ra magariaaaa 🙂 chemi bavshvoba gamaxsenda 😦 dzalian magari shedarebaaaaaa 🙂

  2. qefcho ოქტომბერი 3, 2010 at 7:27 PM #

    რომ მახსენდება რამდენჯერ გადამიყარეს ეგ ფიშკები სახლიდან მეცინება :))

    • lanaaa ოქტომბერი 3, 2010 at 8:15 PM #

      ar gvadzlevdnen gasaqans tore damxobili gveqneboda saxlebi tavze shtabebs saxlshi gavaketebdit 😀 😀 au magari iyo 🙂 menatreba is dro dzalian 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: