პირველი წერილი კორინთოელებს

3 ოქტ

მაშინ, 90-იანებში, ქუთაისი იმდენად წყნარი ქალაქი იყო, რომ დროს მხოლოდ კალენდართან ვგრძნობდი. მარკიზ დე პუბოლს  La persistencia de la memoria აქ უნდა შეექმნა. სხვათაშორის, ბავშვობაში ვოცნებობდი ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების ისეთი მუზეუმი დაეარსებინათ, როგორც, თავის დროზე, სან-პუალუსა და მექსიკურ მონტერეიში გაიხსნა.

ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი, ცხონებული, ვკამათობით, მეოცე საუკუნის რომელი დეკადა იყო საუკეთესო. ის 60-იანებს აქებდა, მე 70-იანები მიზიდავდა. მიუხედავად ამისა, ერთხმად შევთანხმდით, რომ ყველაზე უგემოვნო, უმგვანო და ვულგარული, არაესთეტიკური 80-იანები იყო (ალბათ, ამიტომ გამომყვა მე, 80-იანების უკიდურესი მიწურულის პირმშოს, ასეთი იუმორი), ხოლო ყველაზე სისხლიანი, გარდამტეხი და უმოწყალო –  90-იანები.

90-იანები სისხლიანი და მძიმე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის გამოდგა: პირველი ომი ყურეში, ორ-ორი  ჩეჩნეთსა და კონგოში, ყარაბაღი, იუგოსლავიური კონფლიქტების კასკადი, სომალი და რიდლი სკოტის „შავი ქორის დაცემა“, თალიბების თარეში ავღანეთში – ბუდას ქანდაკებების აფეთქება, ტერორისტული აქტი ოკლაჰომა-სიტიში, საცხოვრებელი სახლების აფეთქება რუსეთში, იცხაკ რაბინის მკველობა და ინტიფადების სერიები, გენოციდი რაუნდაში: ტუტსი VS ჰუტუ, Lady D-ის სიკვდილი.  პირადად ჩემთვის კი  ’99-ის ლიგის ფინალი.

90-ანები დაბნეულობის, გაურკვევლობის ეპოქაა: აშშ-მ მთავარი მოწინააღმდეგე და ცხოვრების აზრი, ჯეიმს ბონდმა თავისი Q, ხოლო ჩვენ ორი ავტონომია დავკარგეთ. 90-იანებში ბირთვულ რუსეთს ალკოჰოლიკი პრეზიდენტი მართავდა, საქართველოში ელექტროენერგიას საზღვარგარეთ ჰყიდნდნენ, როდესაც მთელი ქვეყანა ჩაბნელებული იყო. 90-იანებში არავინ უწყოდა, რას აკეთებდა. 90-იანებში ვისაც რა სურდა, იმას აკეთებდა.

90-იანები გაოცების დროა: პირველი პენტიუმები, პირველი ბრაუზერები, პირველი მობილურები, კლონირება ფანტასტიკური ფილმებიდან რეალობად იქცა –  დიდი თუ პატარა ბავშვივით ერთობოდა კაცობრიობის მიერ გამოგონებული  სათამაშოებით.

ჩვენ 90-იანების შვილები ვართ, კომპლექსიანები, მეოცნებენი, ბუნებრივები. ჩვენ ყველაფერზე გვეშლება ნერვები. არ ვიცით რა გვინდა, ყველგან დაგვასწრეს, ყველაფერი დაკავებულია. მტკვართან იმდენი ვინმე იყო მისული უკვე „ფიქრთ გასართველად“, იმდენს უჭენებია მერანი, რომ უბიწო, გაუკვალავი, ალტერნატიული გზა აღარ დარჩა.

ჩვენ 90-იანებში გავიზარდეთ, ჩვენ გვახსოვს უშუქობა, ინტერნეტის არ არსებობა, ჩვენ არ გვქონია მობილური 5 კლასიდან, ჩვენ არ გვეშინია ბნელი ქუჩების – ჩვენ უკანასკნელი ჭეშმარიტი ადამიანები ვართ.

Blumgardt

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: