გიხაროდენ, გიხაროდეენ!

3 ოქტ
“გიხაროდენო” გვეუბნებოდნენ და ჩვენც გვიხაროდა. გულწრფელად გვიხაროდა, თუმცა არა იმიტომ, რომ მზემ ღრუბლები გადადენა, არამედ იმის გამო, რომ, თუ ამ სიტყვებს ვისმენდით, ესეიგი “დენი” გვქონდა.

1999 წელი. თბილისი. ოქტომბრის არჩევნები. მზე. ღრუბლების გადადენა და საქართველოს სიყვარული.

საოცარია როგორ ამჩნევდნენ სინათლეს ცაზე იმ პერიოდის ქარული ესტრადის გურუები, მაშინ როდესაც თაობა, რომლისთვისაც საქართველოს გადარჩენას აპირებნენ, ლამფის შუქზე “ეჭიდებოდა” მეოთხე კლასის მასალას.

სავარაუდოდ “დვიჟოკები” ჰქონდათ, ან დალტონიზმის უცნაური სინდრომით იყვნენ დაავადებულნი, რომლის თავისებურება იმაში ვლინდება, რომ მუქ ფერებს არ ამჩნევ.
რით განსხვავდება განვითარებად ქვეყანაში მცხოვრები ადამანი, პირველყოფილი თემური წყობილების მოსახლისგან? თუ საქართველოს მაგალითს ავიღებთ, განსხვავებას ალბათ მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებში დავინახავთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ პერიოდში რიგით ქართველებსა და ალტამირას გამოქვაბულის პირველ მკვიდრთ გვქონდა საერთო – ჯოგური (და არა თემური) ცხოვრების პრინციპი და აზროვნებისა და ფიქრის მცირე დიაპაზონი იყო.

მართალია ამ დროს პურის მაღაზიებთან რიგები აღარ იდგა და არც კუპონის ნულების გადამკიდე ვიყავით მილიონერები, მაგრამ საკვების მოპოვება, თელასში დარეკვა და “გადადებული ყურმილის” გამო დისლოკაციის ადგილზე მივარდნა, მაინც ჯოგურად ხდებოდა.

“მდგომარეობის გამოსასწორებლად დროა საჭირო” – ფრაზა, რომელითაც წლების განმავლობაში “ვცუცურაკდებოდით”, ჩვენს იმედად, ერის როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ საზრდოდ და ყველაზე დიდ უბედურებად იქცა.

დროს ერთი უცნაური თვისება აქვს: ყველაფერს, განსაკუთრებით კი ნეგატიურს ნელ-ნელა გაჩვევს და იმუნიტეტს გამოგიმუშავებს, თუმცა მხოლოდ დროებითს, დაახლოებით ისეთს, როგორიც ჭაობის ტყვე ადამიანს აქვს, რომ ფიქრობს, ეღირსა და სიკვდილს თავი დაახწია, თუმცა ამ დროს ის ხის ფესვი წყდება, რომელიც მისთვის სამაშველო ჟილეტის ფუნქციას ასრულებს.

ჩვენც ასე ეტაპობრივად შევეგუეთ იმას, რომ “გზა ხსნისა ყველგან იყო, მაგრამ გზა ხსნისა, ასეთი გვერგო ჩვენ უბედურთა”.

გავიდა დრო და მგონი დაიწყო, თუმცა არა ჩაჩავაში, არამედ პარლამენტის შენობის წინ.

– გადადექი, გადადექი, დაუყოვნებლივ გადადექი!
– არ გადავდგები, თქვენ ჯინაზე არ გადავდგები! (იმავე საღამოს) – სახლშიი!

შეიცვალა საუკუნე, ვითარება და სხვა მისთანები, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შეცვლასაც ყველაზე მეტად ველოდით, უმნიშვნელოდ, დეფექტურად გადასხვაფერდა.

ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ფიზიკურად თუ არა, ფიქრის დროს მაინც თავისუფლები ვიყავით, შესაბამისად შეგვეძლო ინდივიდებად ვქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ კვლავ ჯოგად დავრჩით, იმ განსხვავებით, რომ ახლა მოვლილები ვართ და საქართველოში შავ პურსა და წყალზე ყოფნაზე მაღალ იდეალებს ვეკეკლუცებით.

ჯოგი ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიწისქვეშა გადასასვლელებში და ქუჩაში, თუმცა გავთითოკაცდით და თუ ადრე ჯოგურობის პრინციპით საერთო საქმეს ვაკეთებდით, ახლა უკულტურო, ალტერ ეგოზე შეყვარებული პირველყოფილებად ვიქეცით, რომლებსაც ფიქრი არათუ დაავიწყდათ, არამედ არც არასდროს დაუწყიათ, რადგან ასე გაცილებით მარტივია – ნაკლებს ფიქრობ, შესაბამისად პრობლემაც ნაკლებია.

“ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს” – კანტის ამ ფრაზის გაგება ალბათ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი განხორციელება პრინცესას დასახსნელად მარიოს მიერ განვლილ წინააღმდეობებით სავსე გზას წააგავს.

ალბათ არავის უნდა ორ ლარად შეფასებული “შპროტის” კონსერვის იმ თევზს დაემსგავსოს, ვერც ფერით, ვერც ზომით და ვერც სხვა მახასიათებლებით რომ ვერ გაარჩევ “თანამებრძოლებისაგან”. ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ, ის არის, რომ ყველა მკვდარია, მკვდარია იმიტომ, რომ თევზებს მხოლოდ თორმეტწამიანი მახსოვრობა აქვთ, შესაბამისად არ აქვთ ფიქრის უნარი და ავიწყდებათ, რომ სატყუარას არ უნდა წამოეგონ.

მარიო ყველას თუ არა, უმრავლესობას მეტ-ნაკლები წარმატებით დახურული გვაქვს; თუ ფიქრს და შესაბამისად აზროვნებასაც ასეთი წარმატებით შევძლებთ, პრინცესას ნაცვლად საზოგადოებას მივიღებთ ფეშქაშად.

ჩვენ ჯოგი აღარ ვიქნებით.

3 Responses to “გიხაროდენ, გიხაროდეენ!”

  1. grishmisha ოქტომბერი 3, 2010 at 1:11 AM #

    ისე პურის რიგები მახსოვს მე მაინც და ტალონიც, მაგრამ ცოტა ხნით. და უკვე იმდენი მეუბნება, არ გვახსოვსო, ეჭვი მეპარება, ხო არ დამესიზმრა-თქო.

    ერთი ასეთი მომენტი მაქვს შემორჩენელი: ნუცუბიძის მეორე პლატოს “შატილის” წინ იყო პურის რიგი, მეზობლები ერთად დადიოდნენ ხოლმე. მე მამაჩემს ვყავდი წაყვანილი, კისერზე ვეჯექი, ძალიან ადრე იყო დილას და მეძინებოდა, ვამთქნარებდი და ჩემი მოხუცი მეზობელი კაცი “მეკაიფებოდა” ბუზი შეგიფრინდებაო და მახსოვს ხელში ეს ტალონი ეჭირა, რომელიც ამ ჩემს მეხსიერებაში სტაფილოსფერია :დ

    • qefcho ოქტომბერი 3, 2010 at 1:56 AM #

      მეც მახსოვს პურის რიგი, ლომოურის ქუჩაზე, პატარა ფოტოჩკაში, რუსი გამყიდველი გაწამებული სახით იყურებოდა და რიგში გვერდიდან “შეძრომის” მსურველებს თვალებს უბრიალებდა:>

      • lanaaa ოქტომბერი 3, 2010 at 9:06 PM #

        au dzalian magrad maxsovs me da chemi dzma davdiodit puris sayidlad lomauris quchaze. xels chamkidebda xolme da videqit 😀 xalxi askdeboda ertmanets chven rogorc patarebs pirvelebs gvatarebda is gamyidveli 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: